English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ალფრედ კურატაშვილი
აზარტული “თამაშების” აღმოფხვრის ეკონომიკურ-თეორიული პრობლემები

ვრცელი რეზიუმე

სამეცნიერო ნაშრომში განხილულია აზარტული “თამაშები” “ბიზნესის” “ნიღბის” ქვეშ – როგორც ეკონომიკური ფაშიზმის გამოვლინება, როგორც ხალხის რეპრესიის სახესხვაობის გამოვლინება, როგორც დანაშაულებრივი “ბიზნესის” გამოვლინება, როგორც ხალხის გენოციდის გამოვლინება, როგორც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულის გამოვლინება და როგორც ადამიანის უფლებების და ინტერესების დაცვის მწვავე საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემა.

აზარტული “თამაშები”, ანუ ეგრეთ წოდებული “სათამაშო” “ბიზნესი” – ეს არის ხალხის ბედით ეგრეთ წოდებული “თამაში”, რომელიც ემსახურება ცალკეული ადამიანების გამდიდრებას და/ან თუნდაც სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას მრავალი ადამიანის ძარცვის, დამონების და განადგურების გზით, რაც აუტანელი და დანაშაულებრივი ქმედებაა, და რასაც შეუძლებელია ჰქონდეს ადგილი საზოგადოებაში და სახელმწიფოში, რომელიც რეალურად ხალხის ინტერესებს ემსახურება.

მაშასადამე, ეჭვს არ იწვევს, რომ სახელმწიფოში აზარტული “თამაშების” ფუნქციონირება – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ და სრულ აღმოფხვრას (მათ შორის, რომელიც მოითხოვს ონლაინ რეჟიმში მათი ფუნქციონირების აღმოფხვრას) საერთაშორისო მასშტაბით, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მრავალი ადამიანის გადარჩენა ეკონომიკური ფაშიზმისაგან, რეპრესიებისა და გენოციდისაგან, რომლებიც გამოწვეულია აზარტული “თამაშების” ფუნქციონირებით.

განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება იმაზე, რომ აზარტული “თამაშები” – ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან (სახელმწიფო ხელისუფლებების მხრიდან) ეკონომიკური ფაშიზმის გამოვლინება, უპირველეს ყოვლისა, თავისი საკუთარი ხალხის წინაშე, და აგრეთვე სხვა სახელმწიფოთა ხალხების წინაშე, რამეთუ აზარტული “თამაშები” – ეს არის ისეთი “ინფექციური ავადმყოფობა”, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია, რომელიც არის დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, არის ხალხის რეპრესიის თავისებური გამოვლინება სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ან მისი მხარდაჭერით, და რომელიც არის ადამიანის უფლებების და ინტერესების დაცვის საერთაშორისო სოციალურ-სამართლებრივი პრობლემა (?!).

ბოლო მრავალრიცხოვანი გამოკვლევების მეცნიერული ანალიზი გვიჩვენებს, რომ შეუძლებელია სამეცნიერო ნაშრომების მოძიება, გარდა ჩემს მიერ შექმნილი და გამოქვეყნებული ნაშრომებისა, რომლებშიც დასმული და დასაბუთებული იქნებოდა საკითხი აზარტული “თამაშების” სრული აკრძალვის აუცილებლობის შესახებ, როგორც ცალკეულ სახემწიფოებში, ისე მსოფლიო მასშტაბით. და ეს მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში და სახელმწიფოში აზარტული “თამაშების” დაშვება – აშკარა დანაშაულია ადამიანურობის წინააღმდეგ (?!).

მოცემული კვლევის მიზანია აზარტული “თამაშების” – როგორც ეკონომიკური ფაშიზმის გამოვლინება, როგორც ხალხის რეპრესიის შენიღბული ფორმის გამოვლინება, როგორც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულის გამოვლინება, რამეთუ მოცემული პრობლემის გადაჭრა ამავე დროს არის ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დაცვის საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის აუცილებელი პირობა.

მოცემული კვლევის ამოცანას კი წარმოადგენს აზარტული “თამაშების” – როგორც ეკონომიკური ფაშიზმის გამოვლინების, როგორც ხალხის რეპრესიის შენიღბული ფორმის გამოვლინების, როგორც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულის გამოვლინების აკრძალვის, და, ამასთან ერთად, როგორც ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დაცვის საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის აუცილებელი პირობის – მეცნიერული დასაბუთება.

აქ შემოთავაზებული სამეცნიერო კვლევის მთავარ და პრინციპულად მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საზოგადოებაში და სახელმწიფოში, როგორც ცალკეულ სახელმწიფოებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, აზარტული “თამაშების” აკრძალვის – ფუნქციონირების აღმოფხვრის –  აუცილებლობის პრობლემის დასმა და მეცნიერული დასაბუთება, რამეთუ აზარტული ეგრეთ წოდებული “თამაშები” –  ეს არის ეკონომიკური ფაშიზმის გამოვლინება, ხალხის რეპრესიის შენიღბული ფორმის გამოვლინება, რომლის შედეგად  აზარტული “თამაშების” ფუნქციონირება უნდა განიხილებოდეს როგორც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული –  როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ხოლო აზარტული “თამაშების” აკრძალვა პრინციპულად მნიშვნელოვანია განიხილებოდეს –  როგორც ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დაცვის საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა.

აზარტული “თამაშები” “ბიზნესის” “ნიღბის” ქვეშ (ან თუნდაც ორგანიზებული უშუალოდ სახელმწიფო სტრუქტურების ჩარჩოებში) – ეს არის ეკონომიკური ფაშიზმის გამოვლინება, რომელიც არის ჭეშმარიტი კაპიტალიზმის მიერ შობილი, და რომლის დაძლევაც შეუძლებელია, თუ არ იქნა დაძლეული კაპიტალისტური საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის წმინდა ეკონომიკური მიმართულება, თუ არ იქნა დაძლეული საზოგადოებაში და სახელმწიფოში  ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის ბატონობა ადამიანზე  ხალხზე.

მაშასადამე, არანაირად არ შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ  სოციალურად გამიზნული პოლიტიკური სისტემის უპირატესობა კაპიტალიზმზე, რამეთუ, როგორც მე ადრე აღვნიშნავდი: “კაპიტალიზმს ვერ ექნება “უპირატესობა” სოციალურად გამიზნულ პოლიტიკურ სისტემაზე ისევე, როგორც ბნელი ღამე   ვერ იქნება მზიან დღეზე უფრო ნათელი!!!”.